en
ge

ახალციხეში გარემოსდაცვითი პროექტი იწყება

სამცხე–ჯავახეთი. ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამყარო" სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის  ტაივანის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ექვსთვიან პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების აქტიური ჩართვა გარემოსდაცვით საკითხებში. 
ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ნარჩენების მეორადი გადამუშავება,  კომპოსტირება და დახარისხება – ეს ის საკითხებია, რომელზედაც პირველ ეტაპზე ახალგაზრდები ტრენინგებს გაივლიან. 
გარემოსდაცვითი კავშირი ,,სამყაროს" დირექტორის ნანა ზუბაშვილის განმარტებით, შემდგომ ეტაპზე ეს ახალგაზრდები თვითონ გახდებიან მენტორები და გარემოსდაცვით საკითხებზე  ჩაუტარებენ სწავლებას უმცროსკლასელებს.
პროექტის დასასრულს მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა და კონკურსი საუკეთესო ლოგოს – არ დაანაგვიანო – გამოსავლენად. ეს წარწერა განთავსდება 500 ჩანთაზე,  რომელიც სპეციალურად შეიკერება და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრად გადაეცემა. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)