en
ge

სამართლიანი არჩევნების განმეორებითი არჩევნების დღის საბოლოო შეფასება

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" განმეორებითი არჩევნების დღის საბოლოო შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ 2014 წლის 29 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნების მონიტორინგი ცხრა საარჩევნო ოლქში განახორციელა 14 მოკლევადიანი დამკვირვებლის, 9 ოლქის დამკვირვებლისა და 4 მობილური ჯგუფის მეშვეობით. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად და ორგანიზებულად. მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში 2 საჩივარი წარადგინეს, 3 შენიშვნა გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში.
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)