თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
შეხვედრა ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით, „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ფარგლებში.
წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში