თბილისი. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" დაასრულა პროექტი - „ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში”. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას ადვოკატირების დამოუკიდებლად წარმართვისათვის. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ერთდროულად სამ ქალაქში ხორციელდებოდა: თბილისში, ზუგდიდსა და თელავში.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება ქალაქ თბილისში გაიმართა, სადაც პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა რეგიონალური შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდა 25 ახალგაზრდა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც მოისმინა პროექტის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები განხორციელებული აქტივობების შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში