ქვემო ქართლი. 1 ივლისს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები ჩაატარეს რუსთავში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო რუსთავის თვითმმართველობის მუშაობაში შშმ პირთა მონაწილეობის ხარისხის, გამოწვევების და ბარიერების ანალიზი. იდენტიფიცირებული პრობლემები უახლოეს მომავალში წარედგინება თვითმმართველობას ოფიციალური სახით.
ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებისა და შესაძლებლობის მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად" - ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში