en
ge

„ქალები, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ - არასამთავრობო ორგანზიაციების ფორუმი

თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი გამართა. ფორუმის თემა იყო „ქალები, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" - გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სამოქმედო გეგმის განხორციელება. ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციებელი 2012–2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფისათვის. შეხვედრაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ასევე გააცნო მონაწილეებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის სესიაზე წარსადგენი ანგარიში.
ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გლობალური ფონდის მხარდაჭერით გამხორციელებული პროექტის - „ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი ქალთა უფლებების დაცვის სფეროში” - შედეგების წარდგენასა და შრომის კოდექსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემო საქართველოში – ანგარიში

სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემო საქართველოში – ანგარიში