en
ge

რეზოლუცია: „საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა გაუმართლებელია“

გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში ლიდერთა სკოლის დებატ-ტურნირის საფინალო შეხვედრა გაიმართება, რეზოლუციაზე: „საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა გაუმართლებელია". ტურნირის ფარგლებში 4 საჩვენებელი თამაში გაიმართა, რომელშიც დებატ-კლუბის უფროსი ჯგუფის 24 მოზარდი მონაწილეობდა, სულ 8 გუნდი.
თამაშების მომზადების პროცესში მოზარდებმა მოისმინეს ტრენინგი გარემოს დაცვისა და ჰესების მნიშვნელობის შესახებ, მოიძიეს საკანონმდებლო რეგულაციები, სტატისტიკური ინფორმაცია, კვლევები და აღნიშნული საკითხის ირგვლივ ექსპერტთა რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ მოდებატეებს ფინალურ თამაშზე პოზიციების გაცვლა მოუწევთ, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის თამაშს. გამარჯვებულ მოდებატეებს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" სპეციალურ პრიზებსა და დიპლომებს გადასცემს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)