იმერეთი. 10, 11 და 12 ოქტომბერს, თერჯოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგ კურსი, რომლის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ინკლუზიური განათლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კურსის განამვლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ინკლუზიური განათლება, საკანონმდებლო ბაზა, შშმ მოსწავლეთა საჯარო სკოლებში ჩარიცხვა და მიღების წესები, სწორი ხედვის და მიდგომების ჩამოყალიბება, ეთიკური ნორმების გამოყენება და ა.შ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ფედერაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების" მიერ მხარდაჭერილი პროექტის: „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის" ფარგლებში.
წყარო: kedec.ge