en
ge

ორგანიზაციამ ,,სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის“ პროექტზე მუშაობა დაასრულა

კახეთი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის"  პროექტზე მუშაობა დაასრულა. პროექტი ,,სათემო ცენტრი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისათვის დემოკრატიზაციის პროცესში" ხორციელდებოდა თელავის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში: ნაფარეულში, ჯუღაანში, სანიორეში, ართანაში, ლაფანყურსა და ფშაველში.
ორგანიზაცია ,,სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის" გამგეობის თავმჯდომარე თამილა ბაწაშვილის თქმით პროექტის ძირითადი მიმართულება იყო საგანმანათლებლო მუშაობა ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. პროექტი ასევე გულისხმობდა ქალთა ინფორმირებას შრომითი მიგრაციის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ხელშეწყობას და ზოგადად, გენდერულ ძალადობასა და უთანასწორობათან ბრძოლას.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)