en
ge

საიას განცხადება გიორგი უგულვას საქმესთან დაკავშირებით

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გიორგი უგულვას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „დანაშაულის გამოძიება, დამნაშავე პირთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამცავ ორგანოთა უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ვალდებულება კანონით დადგენილი წესით უნდა შესრულდეს, სამართალდამცავმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და ნებისმიერი პირის უფლება მხოლოდ სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეზღუდოს.
გავრცელებული და შესწავლილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საია მიიჩნევს, რომ გიორგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით არსებობს რიგი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმდება მოკლებული იყო სათანადო დასაბუთებლობას და დამაჯერებლობას, არ შეესაბამებოდა და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს...", ნათქვამია განცადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023