თბილისი. 15 ოქტომბერს, თეთრი ჯოხის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია „მარიანის" ინიციატივით გაიმართა საინფორმაციო კამპანია ავტომობილების მძღოლებისათვის. კამპანიის ფარგლებში ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე დარიგდა ბუკლეტები ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მძღოლები, როდესაც თეთრი ჯოხით მოსიარულე უსინათლოს ხედავენ ქუჩაში, როგორ უნდა გაუჩერონ უსინათლო ადამიანს მანქანა და როგორ უნდა გაუწიონ მას დახმარება ისე, რომ ეთიკური ნორმები დაიცვან.
კამპანიის პარტნიორია ვისოლი ჯგუფი. პროექტი დაფინანსებულია პოლონურ ფონდ ,,არი არის” მიერ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში