კახეთი. 16 ოქტომბერს ,,საზოგადოებრივი საქმიანობის კლუბმა" სოფელ ველისციხეში დასუფთავების მორიგი აქცია გამართა. კლუბის წევრებმა აქციაში სკოლის მოსწავლეები ჩართეს. მათ დაასუფთავეს სოფლის ცენტრში არსებული სკვერი, სკოლის ეზო და სოფლის აუზის მიმდებარე ტერიტორია.
კლუბის წევრების განცხადებით, ისინი ხშირად ატარებენ მსგავსი ტიპის აქციებს და კარგი იქნება, თუ მათ სხვა სკოლების მოსწავლეებიც მიბაძავენ. აქციის ორგანიზატორ გიორგი მამულშვილის თქმით, კლუბის წევრების იდეაა ორგანიზაციის გაფართოება და სხვა სოფლების ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.