თბილისი. ორგანიზაციები „საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი", „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" და „ჩვენ-ჯანსაღი მომავლისთვის” ახორციელებენ მონიტორინგს მეორე ტურის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვაზე. „1, 605, 000 ბიულეტენიდან, 8 თვითმმართველ ქალაქში მერის ასარჩევად - 1,191, 450 ბიულეტენი, ხოლო 13 მუნიციპალიტეტში გამგებლის ასარჩევად - 413,550 ბიულეტენი დაიბეჭდება, აქედან 5, 050 ბიულეტენი აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდება.
...12 ივლისის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები 11 სტამბაში იბეჭდება", ნათქვამია საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში