თბილისი. „ჯამპსტარტ ჯორჯიამ" ვიზუალიზაცია - „ნუ შეუზღუდავთ შესაძლებლობებს" - გამოაქვეყნა. „მიუხედავად იმისა, რომ გოგოებსა და ბიჭებს ერთნაირი ქულები აქვთ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის საგნების გამოსაშვებ გამოცდებზე, გოგოები მაინც ნაკლებ მხარდაჭერას იღებენ. ნაკლებად არიან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი და, შესაბამისად, შეადგენენ ინფორმაციულ ტექნოლოგიების ფაკულტეტზე წარმოდგენილ სტუდენტთა მხოლოდ 16%-ს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებს უჭირთ კვალიფიკაციური კადრების სამსახურში აყვანა", ნათქვამია ფერად ინფოზე.
წყარო: feradi.info