en
ge

ქალთა საინფორმაციო ცენტრი GDS-ს მიმართავს

თბილისი. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ტელეკომპანია GDS-ს მიმართავს. „მივმართავთ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში 9 ივლის, ეთერში გასული გადაცემის გამო და მიიღოს შესაბამისი ზომები „ბინა 18"-ის შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ.
მედია, რომლის როლიც საზოგადოებრივი აზროვნების ფორმირებაში საკმაოდ მაღალია და მისი პირდაპირი მოვალეობაა, ხელი შეუწყოს სხვადასხვა საკითხებისადმი სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას, ეთერს უთმობს მსგავსი ტიპის თემების გაშუქებას, რაც ხელს უწყობს არსებული გენდერული სტერეოტიპების გამყარებას და უხეში ფორმით გამოხატავს დისკრიმინაციას ქალთა მიმართ", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)