თბილისი. სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სოციალურ სივრცეში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის გამო, რომელიც ტელეკომპანია GDS-ის მიერ მომზადებული გადაცემა „ბინა 18"-ის ფარგლებში გავიდა. „ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია არა მხოლოდ მონაწილე ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისათვის. ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა" წარმოადგენს სექსიზმს, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისათვის საქართველოში", ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge