en
ge

გამჭვირვალობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აფასებს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა შეაფასა.
„კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული დარღვევები. ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო უბნები უზრუნველყოფილი იყო საარჩევნო დოკუმენტაციით. არჩევნების პირველი ტურისგან განსხვავებით, არ დაფიქსირებულა ბიულეტენების გატაცების ფაქტი.
მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე ამოწმებდნენ იმ ინციდენტებს, რომლებიც მედიისა და პოლიტიკური პარტიების საშუალებით ვრცელდებოდა. დაფიქსირდა დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, ძირითადად, უბნის გარეთ პოლიტიკური პარტიების აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის ძალადობრივ ქმედებაში გამოიხატა".
სრულად... 
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)