თბილისი. საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრმა არჩევნების მეორე ტური შეაფასა. 12 ივლისს, ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგი 100-ზე მეტი დამკვირვებლის მეშვეობით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში განახორციელა. დამკვირვებლები აკვირდებოდნენ საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესის მიმდინარეობას.
„დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული დარღვევები. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა, დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელზეც მიეთითათ და საუბნო საარჩევნო კომისიამ ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება. მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ორგანიზებულად ჩატარდა, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში