შიდა ქართლი. 13 ოქტომბერს სურამის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „ინიციატორის" ინიციატივით განხორციელდა საქველმოქმედო ღონისძიება „ხელი-ხელს", რომელიც მიზნად ისახავდა სოფელ ბაინთხევში მიმდინარე ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას და დახმარებას.
ტაძრის მშენებლობა შიდა ხარჯებით მიმდინაორებს, ამიტომაც სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს მუშახელით დახმარება. კლუბის 7 წევრი გაემგზავრა ბაინთხევში და მთელი დღე ტაძრის მშენებლებთან დაჰყვეს. „ინიციატორის" წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია.