7–13 ოქტომბერს პროექტის „ლიდერთა აკადემია" ფარგლებში მოეწყო სასწავლო ვიზიტი პოლონეთში. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის ბენეფიციარები ქედის, ამბროლაურის, ჭიათურის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებიდან. ვიზიტის მიზანი იყო ქართველ და პოლონელ სოფლად მცხოვრებ ლიდერებს შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებული მაგალითებისა და მუშაობის პრინციპების გაცნობა.
ბენეფიციარებმა მოინახულეს პოლონეთის სხვადასხვა სოფელი, სადაც ადგილობრივმა ლიდერებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი და აქტივობა, რომლებსაც ისინი ახორციელებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თემების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარებისთვის.
პროექტი „ლიდერთა აკადემია" ხორციელდება პოლონური ორგანიზაციის „ფონდი მდგრადი განვითარებისათვის" მიერ ტყიბულის განვითარების ფონდთან, ასოციაცია CENN-თან, „ელკანასთან" და შავი ზღვის ეკო-აკადემიასთან თანამშრომლობით.
წყარო: CENN