თბილისი. 15 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება შსს–ს ახალქალაქის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც სახალხო დამცველის წარმომადგენელს 11 ივლისს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლის უფლება არ მისცეს.
„მედიის საშუალებებით გავრცელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. …სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სამსახურებრივი შემოწმება 11 ივლისს ახალქალაქის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ფაქტზე”, ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge