შიდა ქართლი. 16 ოქტომბერს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „'სამმხრივი ერთობლივი ტრენინგი საქართველოში მოქმედი სოციალური დაცვის სისტემისა და თანამედროვე გენდერული მიმართულების საკითხებზე''. ტრენინგზე მოწვეულ იყვნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, შრომის, ჯამნრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები.
ტრენინგი გაიმართა ოთხ სესიად, სადაც განხილულ იქნა: გენდერული საკითხები სოციალურ დაცვაში; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები; საოჯახო/შვილების ყოლის გამო შემწეობა - კომპრომისები და არჩევანი სტრატეგიის განსაზღვრისას; გენდერულად თანასწორი უფლებებიდან ოჯახზე ზრუნვის გენდერულად თანასწორ განაწილებამდე. თითოეული სესიის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული საკითხების და საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ტრენინგი ფინეთის მთავრობისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.