თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები" 17 ოქტომბერს, 16:00 საათიდან შეიკრიბებიან მეიდანზე და გამართავენ აქციას „The Food Not Bombs". აქციის ორგანიზატორები საქართველოს პარლამენტის ახალ შემადგენლობას მოუწოდებენ, დაიწყონ მუშაობა სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. აქცია, საზოგადოებაში სიღარიბის გამომწვევ მიზეზებსა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების შესახებ ცნობიერების გაზრდას ისახავს მიზნად.
აქციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე გაამახვილებენ ყურადღებას საკვები რესურსების არარაციონალურად მოხმარების შესახებ. აქციის მონაწილეები აპირებენ აგროკულტურული მეწარმეებისგან შეგროვებული ბოსტნეულისა და ხილის განაწილებას იმ მოსახლეობას შორის, რომელსაც მსგავსი საჭიროება აქვთ.
17 ოქტომბერი სიღარიბის საერთაშორისო დღეა. „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების" აქციაც მსოფლიო ახალგაზრდა მწვანეების სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ნაწილია.