კახეთი. თელავში, 18 ივლისს, კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ახალგაზრდული აქტივიზმი".
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის და ადვოკატირების პროექტში ჩართული ორი სოფლის შაშიანისა და ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების მოხალისეები.
შეხვედრის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ წარმატებული ადამიანების ისტორიებს და გაეცნონ მათ იდეებს, იმის შესახებ, თუ როგორ შექმნან უკეთესი გარემო ახალგაზრდებისთვის საკუთარ სოფლებში.