სამცხე–ჯავახეთი. 17 ოქტომბერს, ორგანიზაციების „joint civic education", ,,Iris Group”–ის მხარდაჭერით ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,ქალთა უფლებები და მოტივაცია". ტრენინგის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო ახალციხის უნივერსიტეტიც.
მსმენელთა შეფასებით ტრენინგი, რომელიც თემის აქტუალობიდან გამომდინარე დაიგეგმა, საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. შემდეგი სემინარის თემები თავად ტრენინგის მონაწილეებმა უნდა შეარჩიონ.
პროექტი 5 ტრენინგს მოიცავს და 30 ოქტომბერს დამთავრდება.