კახეთი. წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის ინიციატივით, 23 ივლისს, კატასტროფების მართვის შესახებ ტრენინგი გაიმართა. პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა კატასტროფების დროს მოსახლეობის ცოდნის გაღრმავებას ზიანის შემცირების მიზნით.
წითელი ჯვრის საგარეჯოს ოფისის წარმომადგენელის, მაია ალექსიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა მოხალისეთა 20 კაციანი ჯგუფი, რომელთაც ჩაუტარდათ პირველი დახმარების, ფსიქოსოციალური, სახანძრო-სამაშველო საქმიანობების შესახებ ტრენინგები.