en
ge

შეხვედრა რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან

თბილისი. 11-12 ოქტომბერს „ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართა დასკვნითი სამუშაო შეხვედრა რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ სამოქალაქო საზოგადოებაში ადოკატირების წარმატებულ მაგალითებად მიჩნეულ კამპანიებს: კამპანია „ეს შენ გეხება" (ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო"),  მომხმარებელთა უფლებების დაცვის კამპანია (სტრატეგიული განვითარების და კვლევის ცენტრი), ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინაამღმდეგ მიმართული კამპანია (მწვანე ალტერნატივა), ჭიათურის გარემოსდაცვითი საკითხების ადვოკატირება (ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი").
მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილი კამპანიების სუსტ და ძლიერ მხარეებზე. საბოლოოდ კი   შეიმუშავეს კონკრეტული სამოქმედო გეგმები თავიანთი პროექტებისთვის.      
დასკვნითი შეხვედრა იმ ტრენინგების სერიის ნაწილია , რომელიც 2012 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა" და ქსელური პროგრამის „აღმოსავლეთი-აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე" ხელშეწყობით ჩატარდა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.   ტრენინგში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან 12 მონაწილე გაემგზავრება სასწავლო ვიზიტით ჩეხეთში, სადაც მათ საშუალება ექნებათ გაიზიარონ ჩეხი კოლეგების გამოცდილება ადვოკატირების საკითხზე. 
სრულად
წყარო: osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)