en
ge

„ერთად ვებრძოლოთ სიღარიბეს“

სამცხე–ჯავახეთი. სიღარიბის დაძლევის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია ,,ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი" ახალგაზრდული ფესტივალით გამოეხმაურა. ფესტივალს წინ უძღოდა პროექტი, რომელშიც  რეგიონის 66 სკოლის სამოქალაქო კლუბი ჩაერთო და რომლის შედეგებიც ფესტივალზე შეჯამდა. 
ფესტივალი დევიზით „ერთად ვებრძოლოთ სიღარიბეს" ახალციხის ცენტრალურ პარკში დაიწყო, სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოსახლეობას სოციალურ თემატიკაზე შექმნილი ბუკლეტები გადასცეს, რომელსაც საფუძვლად ედო მათ მიერ შეგროვებული ინფორმაცია  სხვადასხვა თემში არსებული სოციალური ფონის შესახებ.  ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა. ფესტივალზე მიწვეულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსწავლეები, მათი მშობლები  და წარმომადგენლები სოციალური მომსახურების სააგენტოდან. 
დასასრულს გაიმართა სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ სიღარიბის თემაზე შექმნილი ფოტო და ვიდეო მასალების პრეზენტაცია. დააჯილდოვეს ვიდეო რგოლების ავტორები, იმსჯელეს ქვეყანაში განხორციელებულ სოციალურ პროგრამებზე და სიღარიბის დაძლევის გზებზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)