კახეთი. 28 ივლისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სომხეთის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა თემაზე სამოქალაქო აქტივიზმი.
ღონისძიება „სოციალურ ლიდერთა ფორუმის ფარგლებში" გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა საზღვრისპირა და სხვადასხვა სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილების გაზიარებას.
ლიკა იმერლიშვილი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი: ,,სომხეთიდან ჩამოსული საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვდნენ ქართველ კოლეგებს, არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებს. მათი შეხვედრის თემა ეხებოდა სამოქალაქო აქტივიზმს როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში. მათ, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება კონკრეტული მაგალითების განხილვით გაუზიარეს".