კახეთი. ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა - დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ ჰეპატიტის გავრცელების გზებსა და ინფიცირებულთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საზაფხულო სკოლის სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სფეროს, ასევე საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებმა.