თბილისი. 29 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის ინიციატივით აქცია - „მკვლელი პოლიციელია!" - გაიმართა. „აქცია 25 ივლისს მომხდარ მკვლელობის ფაქტს უკავშირდება, როდესაც მოქმედმა პოლიციელმა მისი ყოფილი ცოლი მოკლა. 2014 წლის დაწყებიდან ეს მეთოთხმეტე ფაქტია, როცა ქალს კლავენ. 2013 წელს კი საქართველოში ქალთა მკვლელობის 21 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 8 ქალი ქმარმა მოკლა, ხოლო ერთი - შვილმა", ნათქვამია სოციალურ ქსელში. აქციას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში