აჭარა. ხელვაჩაურში, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” სემინარები ჩაატარა. ორდღიანი სემინარები პროექტის - „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის" - ფარგლებში ჩატარდა.
სემინარებთან ერთად ორგანიზაციის იურისტებმა იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს, როგორც მონაწილეებს, ასევე რაიონის მოსახლების დაინტერესებულ ნაწილს.
პროექტი ხორციელდება „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების„ მხარდაჭერით და მოიცავს საქართველოს 40 რაიონსა თუ სოფელს.
პროექტის სამიზნე ჯგუფია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარ რაიონში, ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა.
ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარი სოფლად მცხოვრები ქალების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიულიპროცესების სტიმულირებას მიეძღვნა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში