თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რესურს ცენტრში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ თომას მაგშტადტის წიგნს „გავიგოთ პოლიტიკა: იდეები, ინსტიტუტები და პრობლემები". წიგნი შეგდება 18 თავისგან. მასში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია, დიქტატურა, არჩევნები, ლიდერობა, იდეოლოგია, ომი, რევოლუცია, საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკა.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.