თბილისი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ახალი, ფემინისტური ვებგვერდი შექმნა – „ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია". ეს პლატფორმა ექსკლუზიურად დაეთმობა გენდერულ დემოკრატიაზე მიმართულ პროექტებს.
„გენდერული დემოკრატია ფონდის ერთ-ერთ საბაზისო პრინციპს წარმოადგენს. ეს ცნება გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები, შესაძლებლობები და ხელმისაწვდომობა რესურსებთან. ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ადამიანთა უფლებების, განსაკუთრებით კი უმცირესობების უფლებების რეალიზების საკითხი სამივე ქვეყანაში მწვავედ დგას. შესაბამისად, ფონდი მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც გენდერულ დემოკრატიას უწყობენ ხელს. ფონდის გენდერული კომპონენტი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, დისკუსიებს, გენდერული კვლევებს და სხვა საჯარო საქმიანობას, რასაც რეგიონის დემოკრატიულ განვითარებაში შეაქვს წვლილი.
სიამოვნებით წარმოგიდგენთ მასალას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ჩვენი მუშაობის მანძილზე დავაგროვეთ და რომელიც მუდმივად განახლდება", ნათქვამია ვებგვერდზე.
წყარო: www.feminism-boell.org/ka