en
ge

ბათუმში მონოპიესების ფესტივალი დაიწყო

აჭარა. 30 ივლისს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში მონოპიესების ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში 6 ქალაქის დრამატურგების მონოპიესებს შერჩეული რეჟისორები წარადგენენ. პროექტის ფარგლებში დაიდგმება მხოლოდ ის პიესები, რომლებიც არსად გამოქვეყნებულა. ფესტივალი მიზნად ახალგაზრდა დრამატურგების, მსახიობებისა და რეჟისორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მოტივაციის ამაღლებას, კომუნიკაციას და მონოპიესების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდას ისახავს. ფესტივალი სპექტაკლით – „სელფშოტი" – გაიხსნა, რომელიც რეალითი შოუს სცენარზეა აგებული. პიესების თემატიკა თავისუფალია. სპექტაკლები ბათუმის დრამატულ თეატრში ყოველ დღე 19:00 დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლის გაგრძელდება. მონოპიესების ფესტივალი ახალზრდული ორგანიზაცია „არტ ვეისა" და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)