თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა, სამართლიანი არჩევნები, საია, სიდა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემას.
„... მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ და სხვა საქმეებთან მიმართებაში უნდა იმოქმედოს კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვით და სათანადო გამჭვირვალობისა და დასაბუთებულობის გზით გამორიცხოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტი. ეს მნიშვნელოვანია არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემის შემდგომ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვი...", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: transparency.ge