თბილისი. 1 აგვისტოს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და თბილისის სააპელაციო სასამართლომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლო და გამჭვირვალობა საქართველო ერთობლივად განახორციელებენ მართლმსაჯულების საქმიანობის ეფექტურობისა და ხარისხის განვითარებისაკენ მიმართულ სასწავლო, კვლევით და ანალიტიკურ პროექტებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში