en
ge

საქველმოქმედო აქცია ბაკურიანში

სამცხე–ჯავახეთი. 17 ოქტომბერს „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა.
ბაკურიანის საჯარო სკოლაში არსებულ სამოქალაქო კლუბის  „სპექტრის"  ინიციატივით განხორციელდა პროექტი „ჩემი წარმატების საწინდარი", პროექტის ფარგლებში  დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველი, კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის სასწავლო სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები შეიძინეს.  
ასევე, იგეგმება სურსათ-სანოვაგის შეგროვების მიზნით  „სიღარიბის დაძლევის კალათების" მომზადება. აქციაში ჩაერთვება როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე მშობლები და თემის წარმომადგენლები. „სიღარიბის დაძლევის კალათებში" შეგროვებული სანოვაგე, დაბა ბაკურიანის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადაეცემა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023