კახეთი. სათემო განვითარების ცენტრმა ,,აისმა", საქართველოს კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ჰარმონიული ურთიერთობების" ფარგლებში, 15–დან 22 წლამდე ასაკის გოგონებისთვის ტრენინგი გამართა. მისი თემა იყო: ,,ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში".
როგორც სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრებ ქალთა ფსიქოლოგიურ საკითხებში ცნობიერების ამაღლება, მათი მდგომარეობის გაუმჯობესება და ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობების ხელშეწყობა.