კახეთი. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ენთუზიასტებმა შექმნეს საინიციატივო ჯგუფი „თორნე", რომლის მიზანია დასახლებაში სათემო ცენტრის შექმნა და სოფლის პრობლემების მოგვარება. ჯგუფის ლიდერის, ნინო გამხარაშვილის თქმით, ცხრა თანამოაზრესთან ერთად დასახეს, რომ სოფლის ცხოვრებაში სიახლე შეიტანონ. ართანა 450–მდე კომლს ითვლის და საინიციატივო ჯგუფიც ისე დაკომპლექტდა, რომ დასახლების ყველა უბნის წარმომადგენელი ჩართულიყო ჯგუფის მუშაობაში.
ჯგუფმა, ფინანსური რესურსების უქონლობის მიუხედავად, უკვე დაიწყო იდეების განხორციელება. მათ სოფლის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა უკვე გამართეს და პირველ მიზნად კულტურის სახლის აღდგენა და შემოქმედებითი ცხოვრების გამოცოცხლება დაისახეს. საერთო ძალებით ძველი ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიია დაასუფთავეს, სადაც სოფლის დღესასწაულების, სოფლის მცხოვრებთა ნახატების, ხეზე კვეთისა და სხვა ნამუშევრების გამოღენა–გაყიდვის მოწყობას გეგმავენ.