თბილისი. 18 ოქტომბერს მოძრაობამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის შექმნილი ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა. ახალი ინტერნეტპორტალი უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. მისი მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლა. ასევე, საიტზე განთავსებული იქნება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების, არსებული კანონმდებლობის და ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ.
მოძრაობის ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციისთვის, რომელმაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა უნდა გაადვილოს. ასევე, გაიმართა
დოკუმენტური ფილმის და ახალი
სოციალური რგოლის პრეზენტაციაც.
მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" ხერხემლის დაზიანების მქონე ადამიანებს აერთიანებს. ვებ–გვერდი ფონდი „ღია საზოგადოება–საქრთველოს" მხარდაჭერით შეიქმნა.