გურია. ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა საკუთარ თემებში (ლაითური, შემოქმედი, ცხემლისხიდი, მაკვანეთი და ქალაქი ოზურგეთი) ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია, რომელიც მიუძღვნეს გაეროს სიღარიბის საერთაშორისო დღეს. აქციის ფარგლებში შეგროვდა სეზონური ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სასკოლო ჩანთები და სურსათი.
აქციაში ასევე ჩაერთო ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, რომელმაც სასკოლო ასაკის ორი ბავშვი უზრუნველყო ჩანთითა და სახელმძღვანელოებით.
17 ოქტომბერს, ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეთა კლუბის წევრებმა, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ მიმდინარე აქციას, შეგროვებული საჩუქრები გადასცეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის (ბოშების) ერთ ოჯახს.