აჭარა. ბათუმში გამართულ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ("თოფუზი 2012”) მოეწყო „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებული ლიდერთა სკოლის ანიმაციური ფილმების საკონკურსო ჩვენება.
კონკურსში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნაში დამზადებული 250 ფილმი. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპი ლიდერთა სკოლის მიერ დამზადებულმა ოთხივე ანიმაციურმა რგოლმა წარმატებით გაიარა.
მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთა შორის ლიდერთა სკოლის ანიმაციური ფილმები ვერ მოხვდა, კონკურსის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მათ მიერ მომზადებული 9 ანიმაციური რგოლიდან ვილნიუსის საერთაშორისო ფესტივალზე უცხოელმა ანიმატორებმა მხოლოდ ერთი ფილმი _ "მე, ჩიტი და მასწავლებელი” (ლიდერთა სკოლა) შეარჩიეს.
ფესტივალი ვილნიუსში 22-26 ოქტომბერს გაიმართება.