სამცხე–ჯავახეთი. სოფლად ფოტოკლუბების შექმნის იდეა ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში დაიწყო მისი განხორციელება.
ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის ფოტოკლუბი - გორელოვკა" – ფარგლებში შეირჩა მსურველები და ჩამოყალიბდა ფოტოკლუბი, რომელშიც გაერთიანდა 15-დან 62-წლამდე ასაკის ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების 12 ფოტომოყვარული. მონაწილეებს დაურიგდათ ფოტოაპარატები; ფოტოხელოვანებმა გურამ წიბახაშვილმა, თეა სოსელიამ და ნათელა გრიგალაშვილმა ჩაუტარათ ვორკშოპები და სემინარები; მოეწყო ფოტოტურები.
4 აგვისტოს სოფელ სოფელ გორელოვკის კულტურის სახლში გაიმართა სოფლის ფოტო კლუბის წევრების ნამუშევრების გამოფენა.
წყარო: osgf.ge