აჭარა. ხანდაზმულ ქალთა ასოციაციამ „ღირსეული სიბერე" 18 ოქტომბერს მოაწყო სემინარი გენდერული ძალადობის საკითხებზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს ქობულეთის საჯარო სკოლის მამრობითი სქესის უფროსკლასელებმა და მასწავლებლებმა. ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ ,,აჭარა PS”-ის ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
სემინარზე მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერულ სტერეოტიპებზე, მათ ირგვლივ არსებულ კონკრეტულ ფაქტებსა და გენდერული ძალადობის სხვა ასპექტებზე. სემინარების ციკლი ,,მამაკაცური საუბრები გენდერული ძალადობის შესახებ" ხორციელდება პროექტის „ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის" ფარგლებში. შემდეგი სემინარი ნოემბერში იგეგმება.