en
ge

კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის შეხვედრა თელავში

კახეთი. 8 აგვისტოს, თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციამ ადგილობრივ ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებს და სიახლეებს.
როგორც კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, ირინე ფხოველიშვილი აცხადებს, აღნიშნული შეხვედრა თელავში ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო და შეეხებოდა ფერმერებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობას.
,,ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ფერმერებს აქვთ და განვიხილეთ რა უნდა გააკეთოს ფერმერმა და სახელმწიფომ იმისთვის რომ აღნიშნული პრობლკემები აღმოიფხვრას. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ვრცლად ვისაუბრეთ იყო მიწაზე დაწესებული გადასახადი. ამ მხრივ აუცილებელია მოხდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების ხარისხების მიხედვით კატეგორიების მინიჭებამდე მიწის გადასახადი დაუბრუნდეს 2011 წლამდე არსებულ ნიშნულს და მოხდეს 2011-13 წლების გადასახადების ხელახლა გაანგარიშება. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უკვე მოვამზადეთ მიმართვა, რომელიც საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტსაც მივაწოდეთ’’, აღნიშნა ფხოველიშვილმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)