თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგი ცენტრმა ლელა გვიშიანის ბლოგი გამოაქვეყნა: „შრომის უფლების დაცვა, როგორც შესაძლებლობა განვითარებასა და თვითრეალიზაციაზე".
„კანონმდებლობა ადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, იყვნენ დასაქმებულნი სხვადასხვა სამუშაო ადგილზე, თუმცა, იგი არ მოიცავს საკანონმდებლო გარანტიებსა და მექანიზმებს, რაც აღსრულებადს და სიცოცხლისუნარიანს გახდის არსებულ ნორმებს. შესაბამისად, სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერების არარსებობის პირობებში, რაც კანონის ქმედითობას უნდა უზრუნველყოფდეს, მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი აქვს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: emc.org.ge