en
ge

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა

თბილისი. 19  სექტემბერს,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გამართა შეხვედრა პედაგოგებთან. შეხვედრის მთავრი თემა იყო  უსაფრთხო სკოლის არსებული პოლიტიკის ალტერნატივა. შეხვედრა ინსიტუტის ხელმძღვანელმა ია ანთაძემ გახსნა და მოკლედ მიმოიხილა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის  საქმიანობა  განათლების კომპონენტის ფარგლებში. 
უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი მიმოიხილეს  - სოფიო გორგოძემ და სიმონ ჯანაშიამ. მათი თქმით, პოლიტიკის ამ დოკუმენტის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უსაფრთხო სკოლის კონცეფციის გაუმჯობესების გზები შესთავაზოს. დოკუმენტი ეფუძნება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებული ვითარების, პოლიტიკის, სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლას. შეხვედრაზე ასევე წარადგინეს კვლევა „უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა  საქართველოში: წინაპირობა, შედეგები და დამოკიდებულებები" და იმსჯელეს საქართველოს საჯარო სკოლებში შიდა კონტროლის მექანიზმებსა და მართვის სტილზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ორგანიზაციისგან ასევე საჩუქრად მიიღეს ამ საკითხებზე შექმნილი წიგნი „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი". შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირების" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.
სფერო: განათლება

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)