en
ge

სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა ფორუმი ქუთაისში

იმერეთი. ქუთაისის ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას ქუთაისის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები იღებდნენ. ფორუმის ძირითადი მიზანია თემში, სკოლაში არსებული პრობლემის გამოვლენა და მათი ადვოკატირება, თემის ბიზნესის სექტორის და ხელისუფლების მონაწილეობა. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი ლია კილაძე იმედს გამოთქვამს, რომ ფორუმის მუშაობის შედეგად მიიღება მოსწავლეების მიერ დაგეგმილ 10 ინიციატივა,  რომელიც შემდეგ განხორციელდება და მიზანმიმართული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისკენ თვითმმართველობის, თემის და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
პროგრამა ხორცილედება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. იმერეთის მასშტაბით აღნიშნულ პროგრამაში 125 საჯარო სკოლაა ჩართული. იმერეთში 44 სამოქალაქო კლუბია დაფუძნებული. ფორუმზე მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და მოახდინეს თემის, სკოლის პროგრამის იდენტიფიცირება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)