თბილისი. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. „შეშფოთებული ვართ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ უფლებადამცველების მიმართ განხორციელებული უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებების გამო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თითქმის მსგავსი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ასევე სამშობლოს ღალატი) 4 უფლებადამცველი დააკავეს, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკით. ... მოვუწოდებთევროპის საბჭოს და მინისტრთა კომიტეტის წევრებს, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პატივი სცეს და შეასრულოს როგორც ევროკონვენციით, ასევე სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები", ნათვამია განცხადებაში.
წყარო: article42.ge